in

პირველი მოვიგეთ: როდესაც ქვეყანას წარმოადგენ, მთავარი გამარჯვებაა – ვიდეო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამართა. რუმინეთთან თბილისში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისში მოიპოვა და მე-5 წუთისთვის კეკელიას და ჩიმაკაძის გოლებით ორბურთიანი სხვაობით იგებდა. მე-18 წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ კიდევ ერთხელ გაიტანა და დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში რუმინელებმა ორჯერ, საბოლჩ მანიას და ატილა გალის ძალისხმევით გაიტანეს, საქართველოს ნაკრების მხრიდან კი, თავი შოთა თოფურიამ გამოიჩინა ეფექტური გოლით.

საქართველოს და რუმინეთის მეორე ამხანაგური მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 7 თებერვალს გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფლია.

საქართველო – რუმინეთი 4:2
გოლები: 1:0 ვახტანგ კეკელია (2. შოთა თოფურიას პასით), 2:0 გიორგი ჩიმაკაძე (5. გიორგი ღავთაძის პასით), 3:0 გიორგი ჩიმაკაძე (18, გიორგი ღავთაძის პასით), 3:1 საბოლჩ მანია (24), 4:1 შოთა თოფურია (29), 4:2 ატილა გალი (33).

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„ბევრი სტრატეგიული დავალება გვქონდა. ყველა მოთამაშის გამოცდა მსურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მეტოქემ არ გვაცალა.
კარგია, რომ გუნდი გამარჯვებულის მენტალიტეტს ინარჩუნებს და ბიჭებს გათავისებული აქვთ, ეროვნულ ნაკრებში თამაში რას ნიშნავს. ეს ბოლო წუთებმაც აჩვენა, ყველა იბრძოდა. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, მატჩი ოფიციალურია თუ ამხანაგური, როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ, მთავარი გამარჯვებაა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპე – 6 წელი რეალში და სუფთა 32 მილიონი წელიწადში

თბილისი მსოფლიო თასს მასპინძლობს