ბრიტანელი მებრძოლი პედი პიმბლეტი მზადაა ოქტოგანზე დაუმარცხებელ ქართველ ილია თოფურიას დაუპირისპირდეს. ჯაი ჰერბერტთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, “ელ მატადორმა” ლივერპულელი მებრძოლი გამოიწვია.
პიმბლეტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ UFC მას თოფურიასთან ბრძოლას დაუნიშნავს, იგი მზადაა ქართველს ოქტაგონზე შეერკინოს.
“იმ შემთხვევაში, თუ ჩემს მომდევნო კონტრაქტში, რომელსაც UFC გამომიგზავნის, ილია თოფურიას სახელი ეწერება მე მზად ვარ მის წინააღმდეგ ვიჩხუბო. ყოველთვის კონკრეტულ ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული და ერთი-ორ ჩხუბზე მომავლის აწყობა არ მიმაჩნია სწორედ”, – თქვა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, ილია თოფურისა და პედი პიმბლეტს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია გაამართლა. თოფურიამ მას ერთ-ერთ შეხვედრაზე ხელიც დაარტყა.
ესპანური Marca წერს, რომ UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს შეუძლია თოფურია-პიმბლეტის დაპირისპირება ისეთ ბლოკბასტერად აქციოს, როგორიც ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის დაპირისპირება იყო. Marca წერს, რომ “თოფურიასა და პიმბლეტის მტრობამ ოქტაგონზე უნდა გადაინაცვლოს.
GIPHY App Key not set. Please check settings