in

პელე – საუკეთესოდ დაბადებული

შენ, შეგიძლია იყო საუკეთესო, ვისაც ფეხბურთი უთამაშია ან კიდევ უფრო დიდი მემკვიდრეობა შექმნა – გამოიგონო ახალი მიმდინარეობა ამ გენიალური სპორტის სახეობის.

მანამ, სანამ შუქები ასე მკაფიოდ აინთებოდა, სანამ ფეხბურთელები ცნობადები იქნებოდნენ, სანამ თინეიჯერებს ერთი დარტყმით ქვეყნის ბედის ცვლილება შეეძლოთ. მაშინ იყო პელე, ფეხბურთის უპირველესი ვარსვკლავი (ყველა გაგებით).

პელეს სრული სახელი – ედსონ არანტეს დო ნასციმენტო, ტომას ედისონის, ამერიკელი გამომგონებლის პატივსაცემად. ის უღარიბესი რეალობიდან საფეხბურთო სამეფოში დითირამბით მიანავარდეს. მას შემდეგ, იყვნენ: რონალდო, ნეიმარი, რონალდინიო, მაგრამ პელეს ტახტი ხელშეუხებელია.

ყველაზე განსაცვიფრებელი ისაა, რომ პელემ კარიერის დიდი ნაწილი ობიექტივს მიღმა გაატარა, როდესაც არ არსებობდა აღმბეჭდავი საშუალება და მის შესახებ ცნობა თაობიდან თაობას დეენემით გადაეცემოდა.

მაშინ, როდესაც პელე ბოლო მატჩს მართავდა ფეხბურთელის რანგში, 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და ერთ-ერთმა ბრაზილიურმა გამოცემამ ასეთი რამ დაწერა: “ცაც კი ტირის”.

ის იცხოვრებს ზღაპარში, რომელსაც ვქმნით: რიოდან მეხიკომდე, სიდნეიდან ლონდონამდე და მთელი დედამიწის ირგვლივ. ზღაპარი მისი ბრწყინვალების შესახებ სამარადჟამოდ გასტანს.

“არაერთხელ მიფიქრია, რომ ეს, გენიალური სპორტის სახეობა პელესთვის მოიგონეს” – ეს სიტყვები ლეგენდარულ სერ ბობი ჩარლტონს ეკუთვნის. პელეს ტალანტი ყოველგვარ ჩარჩოს სცილდება. მან ედისონის გამოგონებები ფოტოებსა და მასმედიაში გადაიტანა. დავა თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მუდმივად იქნება, მაგრამ ის, რაც პელემ მოახერხა ხელშეუხებელია. მადლობა, ყველაფრისთვის, რაც შეგიქმნია.

მომზადებულია: COPA90 მიხედვით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პელე ციფრებში: ფეერიული სტატისტიკა და წარუშლელი მემკვიდრეოაბ

მესი ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედია!