მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელემ არგენტინის ნაკრებსა და მესის მსოფლიო ჩემპიონობა სოციალური ქსელით მიულოცა:
“დღეს ფეხბურთი, როგორც ყოველთვის, ხალისიანად განაგრძობს თავისი ისტორიის მოყოლას. ლეო მესიმ თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რასაც თავისი კარიერით იმსახურებდა.
ჩემმა მეგობარმა მბაპემ ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა დ პენალტი გაიტანა. სპორტის ჩვენი სახეობისთვის როგორი საჩუქარი გახდა ეს შოუ!
არ შემიძლია შესანიშნავი კამპანია მაროკოს არ მივულოცო. სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ ბრწყინავს აფრიკა.
ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, ახლა დიეგო (მარადონა) იღიმის”.
GIPHY App Key not set. Please check settings