პელეს გარდაცვალებას მთელი საფეხბურთო სამყარო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები და ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ. Globo Esporte-ის ცნობით, ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს ვილა ბელმიროში დაკრძალავენ, სადაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა.
სანტოსში შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული. შესაბამისი განკარგულება თავის სოციალურ ქსელებში უკვე გამოაქვეყნა ქალაქის მერმა როხერიო სანტოსმა.
პელეს ოჯახმა “სანტოსს” სთხოვა, ხმარებიდან ამოიღოს 10-ნომრიანი მაისური. სწორედ 10-ნომრიანი მაისურით თამაშობდა პელე ამ გუნდში 1956-74 წლებში.
GIPHY App Key not set. Please check settings