in

პარიზში 5 ძიუდოისტით:მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ტატო გრიგალაშვილი გრან სლემზე იქნება

16-17 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქში პარიზის გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 5 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს. პარიზში ასპარეზობას სულ 48 ქვეყნის 293 ძიუდოისტი გეგმავს.

პარიზში გამოვლენ: ვაჟა მარგველაშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81), ლუკა მაისურაძე (-90), ონისე სანებლიძე (-100) და ეთერ ლიპარტელიანი (-57). როგორც ხედავთ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი მარგველაშვილი ერთი წონით მაღალ კატეგორიაში გამოვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაჟა წონას იცვლის – ცვლილება მხოლოდ დროებითია.

გრიგალაშვილმა და ლიპარტელიანმა ტოკიშო მე-5 ადგილები დაიკავეს, ხოლო მაისურაძეს და სანებლიძეს ოლიმპიადაზე არ უჭიდავიათ. შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, როგორც წონაში ისე აბსოლუტურ ცხრილში 6 667 ქულით. ის დაახლოებით ხუთასი ქულით უსწრებს ნიკოლოზ შერაზადიშვილს (ესპანეთი) – 6 154 ქულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილის ქამბექი:ნიკა ინდიან უელსის 1/8 ფინალშია

ვილი სანიოლი:მოთამაშეებმა ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს და ბოლომდე იბრძოლეს