ბანდიტებმა გაძარცვეს სასტუმრო Le Royal Monceau, სადაც ლეო მესი და მისი ოჯახი ცხოვრობს.
დამნაშავეები შენობის სახურავიდან ჩაძვრნენ და შიგნით შეაღწიეს. ისინი მესის აპარტამენტებიდან ერთი სართულით მაღლა აღმოჩნდნენ. მათ გაძარცვეს 4 ოთახი, მოიპარეს ფული და ძვირფასი ნივთები. ზარალი ათობით ათას ევროდ შეფასდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც სასტუმროში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, კერძო სახლის შერჩევას და ყიდვას ცდილობს და მთელი ოჯახი მალევე გადავა.
მესი ოჯახთან ერთად 48-მილიონიან სასახლეში გადადის: ლეო გრაფ მონტე-კრისტოს მეზობელი ხდება
მესიმ პსჟ-ს რიგებში 4 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings