ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე ტოკიოში უკრაინელმა სპორტსმენმა რუსებთან ერთად პოდიუმზე სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე უარი განაცხადა.
უკრაინელმა მორბენალმა იგორ ცვეტოვმა 100 მეტრზე რბენაში მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მიიღო. რუსმა დმიტრი საფრონოვმა პარალიმპიადა მოიგო, ხოლო მისმა თანამემამულე არტიომ კალაშიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საზეიმო დაჯილდოვების შემდეგ, ცვეტოვმა რუს მორბენლებს მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე ცივი უარი უთხრა.
რუსეთის დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და კულტურის წარმომადგენელმა დმიტრი სვიშჩევმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა ატერორებს უკრაინელ სპორტსმენებს და მათ რუს სპორტსმენებთან ურთიერთობას უკრძალავს. ცვეტოვმაც ამიტომ თქვა უარი ფოტოს გადაღებაზე.
GIPHY App Key not set. Please check settings