“არსენალის” საკუთრებაში მყოფი ცენტრალური მცველი, პაბლო მარი, რომელიც იჯარით “მონცას” შემადგენლობაში თამაშობს, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
პარასკევს მარი მილანის სავაჭრო ცენტრში იყო, როდესაც ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. თავდამსხმელმა ჯამში 5 ადამიანს მიაყენა ზიანი, სამწუხაროდ, ერთი მათგანი დაიღუპა.
“უეცრად, საშინელი ტკივილი ვიგრძენი წელის არეში. ბედმა საოცრად გამიღიმა, რადგან ვიღაც ჩემს თვალწინ დაიღუპა. მადლობა თანადგომისთვის, კარგად ვარ და ორშაბათს ვითამაშებ”.
შეგახსენებთ, “მონცა” დღეს, “ბოლონიას” უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings