ესპანეთში ნამდვილი საგიჟეთია. მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. მადრიდის “ატლეტიკო” სულ პირველზე და მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ისე მოხდა, რომ “ბარსელონას” ხელში აღმოჩნდა ყველაფერი. კატალონიელებიც ადგნენ და ჯერ წააგეს “გრანადასთან”, ვერც უშუალო შეხვედრაში აჯობეს “ატლეტიკოს”, მერე “ლევანტესთან” დაკარგეს ქულები და ახლა “სელტასთანაც” ხელმოცარულები დარჩნენ. ასეთ დროს რა ჩემპიონობაზეა საუბარი და “ბარსაც” ჩაიხსნა.
მერე უკვე ისე მოხდა, რომ “რეალს” შეეძლო პირველზე გადასვლა და სწორედ მაშინ მხოლოდ ფრე “სევილიასთან” (მანამდე “ბეტისთანაც” დაკარგა ქულები).
მოკლედ, ფორტუნა “ატლეტიკოს” სწყალობს, და არა მარტო კონკურენტებში, თავადაც. თუნდაც “ელჩესთან” შეხვედრა რომ გავიხსენოთ, ბოლო წუთზე პენალტი რომ გაეშვა, ახლა პირველ ადგილზე ვერ იქნებოდა. ახლაც “ოსასუნასთან” მატჩში ვერა და ვერ გაიტანა ნაღდი გოლი (ოფსაიდის გამო ორი გაუქმდა) და მერე აქეთ გაუშვა, თუმცა ბოლო მონაკვეთში (82-ე და 88-ე წუთებზე) მაინც შეყარეს საჩემპიონო ბურთები. უმართლებთ მადრიდელებს.
ბოლომდე გაყვება თუ არა ფორტუნა ღიმილით დიეგო სიმეონეს გუნდს, ამას კვირას (23 მაისი) შევიტყობთ.
ბოლო ტური
“რეალი” – “ვილიარეალი”
“ვალიადოლიდი” – “ატლეტიკო”
არცერთს ჰყავს უბრალო მოწინააღმდეგე. აი რატომ? “ვილიარეალი” ამჟამად მე-7 ადგილზეა და ევროპა ლიგაზე მოსახვედრად მე-5-6 ადგილებზე უნდა გადავიდეს.
“ვალიადოლიდი” კი ვარდება და მოგება სჭირდება დარჩენის შანსისთვის.
ლეო მესიმ ლა ლიგის 300 მატჩში გაიტანა გოლი – ეს ისტორიაში ყველაზე ბევრია. რაულს 186 თამაშში გაუტანია.
მესიმ 30+ გოლი ლა ლიგაში მე-9-ედ გაიტანა.
“ბარსელონა” პირველად მესისთან ერთად ვერ იგებს ლა ლიგაში სამ საშინაო მატჩში.
“ბარსას” არ მოუგია ლა ლიგა გრიზმანის ყიდვის მერე ორიდან არცერთ შეზონში. 2 წელიწადში ერთადერთი ტროფეი – ესპანეთის თასია.
რონალდ კუმანი: “ბარსას” სულ ასე ემართება. ვდომინირებდით, მაგრამ საკმარისი იყო “სელტა” ერთხელ მოსულიყო კართან…”
“ბარსა” პირველად 13 წელიწადში უჩემპიონოდ დარჩა ზედიზედ ორ სეზონში.
“რეალი” 17 მატჩია ლა ლიგაში არ აგებს. ეს საუკეთესო სერიაა ზიდანის ხელში.
ლუის სუარესმა მე-10 გამარჯვების გოლი გაიტანა ლა ლიგის სეზონში.
ლა ლიგა – 37-ე ტური
ბილბაო – რეალი 0:1
ატლეტიკო – ოსასუნა 2:1
ბარსელონა – სელტა 1:2
კადისი – ელჩე 1:3
ალავესი – გრანადა 4:2
ხეტაფე – ლევანტე 2:1
ბეტისი– უესკა 1:0
სოსიედადი – ვალიადოლიდი 4:1
ვალენსია – ეიბარი 4:1
ვილიარეალი – სევილია 4:0
GIPHY App Key not set. Please check settings