ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოში გრან პრის გათამაშება მიმდინარეობს.
ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) პირველი გამარჯვებები მოიპოვეს.
ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა შავდათუაშვილმა გერმანელი ენტონი ზინგი ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. განთესილი ტატო გრიგალაშვილიც ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც ხორვატ მარინ ფრანუსინს იპონით სძლია და მეოთხედფინალში გასასვლელად თურქმენ ომიროვთან იჭიდავებს.
ზაგრების გრან პრიზე დღეს ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა მედლების მოპოვება შეძლო. ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, 19 წლის გიორგი სარდალაშვილი კი გრან პრიზე მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალში კანადელ კრისტი დეგუჩისთან იპონით დამარცხდა. 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს იპონით სძლია.
ცოტა ხნის წინ ევროპის ძიუდოს კავშირმა გიორგი სარდალაშვილს 2021 წლის ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში პირველი ადგილი მიანიჭა.
GIPHY App Key not set. Please check settings