in ,

დიდ კლუბში და ფანტასტიურ ქალაქში ვარ: ხვიჩას პირველი პრესკონფერენცია – რას იზამ კვარადონა

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად წარადგინა და ქართველმა ახალწვეულმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ბედნიერი ვარ ნეაპოლში ყოფნით, ეს შეთავაზება დაუფიქრებლად მივიღე – წერია „ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდზე ხვიჩას პირველ სიტყვებად.

სპალეტიმ თქვა, რომ თქვენ ინსიენიე უნდა შეცვალოთ. ეს სტიმულია თუ ზეწოლა?

ჩემთვის „ნაპოლიში“ თამაში დიდი სტიმულია, დიდ გუნდში მოვხვდი და ამით ბედნიერი ვარ. მე ინსინიეს შემცვლელად არ მოვსულვარ, არამედ ჩემი შესაძლებლობების დასამტკიცებლად.

რა გითხრათ სპალეტიმ ამ დღეებში?

მას ნეაპოლში ჩამოსვლამდეც ვიცნობდი. ის შესანიშნავი მწვრთნელია და მისგან ბევრი რამის სწავლა მინდა.

მოედანზე თქვენი საყვარელი პოზიცია რომელია?

მე თავდამსხმელი ვარ, ჩვეულებრივ მარცხნიდან ვთამაშობ, მაგრამ არ მაქვს სხვა პოზიციებზე თამაშის პრობლემა, რათა გუნდს საჭიროების მიხედვით დავეხმარო.

როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ მალე შეეგუოთ იტალიაში?

მე უკვე დავიწყე იტალიური ენის შესწავლა და ეს მოედანზეც დამეხმარება. იტალიური ფეხბურთის ნიუანსებში კარგად გარკვევას დრო დასჭირდება, მაგრამ მწვრთნელისა და გუნდის მჯერა.

რა იცით ნეაპოლის შესახებ?

მითხრეს, რომ ეს ლამაზი ქალაქია მაგარი გულშემატკივრებით. აქ არის ფანტასტიური ვნება, რომელიც მეც დიდ ენერგიას მომცემს.

რამდენი გოლის გატანა გსურთ პირველ სეზონში?

არ ვიცი რამდენი გოლის გატანას მოვახერხებ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად ვითამაშო.

რატომ აირჩიეთ ნომერი 77?

7 ჩემი საყვარელი ციფრია, 7-იანი მაისური კი დაკავებული იყო და ამიტომ ორჯერ ავირჩიე 7, რომელიც იმედი მაქვს ორმაგ იღბალს მომიტანს.

პირად მიზნებზე რას იტყვით?

ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდთან ერთად გამარჯვება. მინდა გავიზარდო “ნაპოლისთან” ერთად, როგორც ფეხბურთელი, რომ მივაღწიო დიდ სიმაღლეებს. ძლიერ მოთამაშეებთან ვარ და ყველას გვინდა გავიმარჯვოთ.

თქვენს ქალაქში მეტსახელად კვარადონა შეგარქვეს დიდი დიეგოს პატივსაცემად…

ვიცი, რომ მარადონა აქ თამაშობდა და იმედი მაქვს, რომ შევძლებ მაისურის და ქალაქ ნეაპოლის პატივისცემას. რა თქმა უნდა, ვერ შევედრები დიეგოს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გულშემატკივარი გავახარო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევანდოვსკის საგა გრძელდება, მანჩესტერმა მარტინესი გაიფორმა. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ოქრო გვინდოდა, მაგრამ ვერცხლია: ლაშამ და ტატომ მოიგეს – მანამდე კი ორი მედალი ავიღეთ