in

ოქროსფერი არშიით ასპარეზობა ერთეულთა ხვედრია, ვეცდები და ჩემი ქვეყნის სახელი ოქროს ასოებით ვატარო

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ.) მომდევნო 3 წლის განმავლობაში ანუ შემდეგ ოლიმპიადამდე კიმონოზე ოქროს არშიით იასპარეზებს, რაც დიდ პატივად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ამ უფლებას მხოლოდ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონებს აძლევს, რისი დასტურიც ქართველ ოქროსმედალოსანსაც მიუვიდა. ლაშამ ამის თაობაზე განცხადება სოციალურ ქსელში განათავსა.

“ნანატრი ოქროს ფერი. ოქროსფერი არშიით ასპარეზობის უფლება მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მხვდა წილად ოქროს ასოებით ვატარო ჩემი ქვეყნის, ჩემი გვარის და ჩემი ხალხის ღირსება და მთელი ძალებით დავიცვა”, – წერს ბექაური.

21 წლის ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული 28 ივლისს გახდა, როდესაც ფინალურ ორთაბრძოლაში გერმანიის ნაკრების წარმომადგენელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ტოკიოში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიხარულიძის მეასე გოლი ეროვნულ ლიგაში: დინამოებმა ვერ მოიგეს

რონალდოს ახალი რეკორდი: ბარსა სხვა ტურნირზე უნდა თამაშობდეს, ლევანდოვსკი მარტო უდრის მთელ გუნდს – II ტური