როგორც იქნა! ქუთაისის “ტორპედოს” პატრონი გამოუჩნდა! უკვე ოფიციალურად ქართული ფეხბურთის ისტორიულ კლუბს ახალი ინვესტორი ჰყავს და ის “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტია”.
“კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ ქუთაისის „ტორპედოს“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი მჭედლიძე იქნება. ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენის უმთავრესი მიზანი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ განცხადებით, როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობაა. საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება კი, სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება. სხვა სიახლეებს ეტაპობრივად გაეცნობით ჩვენი სოციალური ქსელის მეშვეობით“, – წერია ქუთაისური კლუბის განცხადებაში.
“ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის „ტორპედოს“ გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვების შედეგად გახდა. აუქციონში 507 ათასი ლარი გადაიხადეს.
გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა საკუთარ თავზე აიღო კლუბის ყველა არსებული ვალდებულების გასტუმრება, ასევე – ქუთაისის „ტორპედოს“ ყოველწლიურად მინიმუმ ოთხი მილიონი ლარის ბიუჯეტით უზრუნველყოფა.
კლუბის სპორტულ დირექტორად ყოფილი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძის ძმა გიორგი მჭედლიძე გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings