in

ოფიციალურად: იტალია და არგენტინა სუპერთასისთვის იბრძოლებენ

უკვე ოფიციალურად. ევროპისა და კოპა ამერიკას ჩემპიონები მომავალ ზაფხულში ერთმანეთს გაეჯიბრებიან.

იტალიისა და არგენტინის ნაკრებები ერთ მატჩს გამართავენ, სიმბოლურად, როგორც ევროპისა და კონმებოლის მოქმედი ჩემპიონები. ამ საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ ზაფხულში იყო და ახლა უეფასა და კონმებოლს შორის ხელშეკრულება საბოლოოდ გაფორმდა. მატჩი ივნისში გაიმართება და ხელს არ შეუშლის საკლუბო კალენდარს. ამდენად, “სკუადრა აძურა” და “ალბისელესტე” უძლიერესი შემადგენლობებით თამაშს მოახერხებენ.

ჯერჯერობით უცნობია მატჩის ჩატარების ზუსტი ადგილი და კონკრეტული თარიღი. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ოდნავ მოგვიანებით მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული 53-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა, ხოლო არგენტინამ კოპა ამერიკა 1993 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სოსო ჯაჭვლიანი: ვიღაცამ ტურნირის ჩაშლა მოინდომა

ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა და სან დიეგოს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა