უკვე ოფიციალურად, თბილისის “დინამო” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი კარიერას “პორტოში” გააგრძელებს.
ინფორმაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა, საბოლოოდ დადასტურდა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა პორტუგალიურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცნობილია ისიც, რომ პირველ ეტაპზე, ის “დრაკონების” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.
18 წლის მარცხენაფლანგელი ამჟამად საქართველოში იმყოფება და პორტუგალიაში ივლისის დასაწყისში გაემგზავრება.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის აკადემიის ფეხბურთელს მთავარ გუნდში 2019 წლის შემდეგ 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ორჯერ ეროვნული ლიგის ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings