in

ორი ინგლისური გუნდი ფინალშია, თითქმის მესამეც – ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ, ტრადიციულად გაიმართა ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის შეხვედრები. ამ ორ ტურნირზე ინგლისური გუნდების დომინირება იკვეთება. ევროპა ლიგაზე წესით სწორედ პრემიერლიგურ ფინალს ვიხილავთ. ამისკენ დიდი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. „მანჩესტერმა“ სტუმრად ბილბაოში იმაზე მარტივი გამარჯვება მოიპოვა, ვიდრე ეგონათ და საპასუხო შეხვედრას ინტრიგა თითქმის დაუკარგა.
„ტოტენჰემსაც“ დიდი ანგარიშით უნდა მოეგო, მაგრამ ბოლოს გაუშვა და მოკრძალებულ ნორვეგიულ გუნდს რაღაც შანსი დაუტოვა, თუმცა აშკარა ფავორიტი, რა თქმა უნდა, ლონდონური გუნდია.

განმეორებითი მატჩები 8 მაისს გაიმართება.

ტოტენჰემი – ბოდო გლიმტი 3:1
გოლები: 1:0 ჯონსონი (1), 2:0 მედისონი (34), 3:0 სოლანკე (61, პენ), 3:1 სალტნესი (83)

ბილბაო – მანჩესტერი 0:3
გოლები: 0:1 კაზემირო (30), 0:2 ფერნანდეში (37, პენ), 0:3 ფერნანდეში (45)
გაძევება: ვივიანი (35, ბილბაო)

„მანჩესტერი“ ერთადერთი კლუბია ევროთასებზე წაგების გარეშე. გუნდს 8 მოგება და 5 ფრე აქვს მიმდინარე ევროპა ლიგაზე.

„მანჩესტერმა“ ამორიმის მწვრთნელობისას 7 მატჩი მოიგო 9-დან ევროპა ლიგაზე და მხოლოდ 6 პრემიერლიგაში 23-დან. გუნდს ევროპა ლიგაზე წაგება არ აქვს, ჩემპიონატში – 11.

“მანჩესტერმა“ 2025 წელს ეროპა ლიგის 7 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა: იმაზე მეტი, ვიდრე პრემიერლიგაში ამ პერიოდში 15 მატჩში (18).

მიმდინარე სეზონში ფერნანდეშის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 52 მატჩში 19 გოლი და 16 საგოლე პასია.

კონფერენს ლიგის ფინალში ასევე ვნახავთ ინგლისურ გუნდს. სასწაულზე მეტი იქნება „ჩელსი“ რომ ვერ გავიდეს, რომელმაც სტუმრად დიდი სხვაობით აჯობა მეტოქეს, რომელიც მისი ტოლსწორი ნამდვილად არ არის.
აი ფლორენციაში კი ბრძოლა იქნება და აქ ფავორიტის დასახელება რთულია, შანსები ალბათ თანაბარია.

ბეტისი – ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 ეზალზული (6), 2:0 ანტონი (64), 2:1 რანიერი (72)

იურგორდენი – ჩელსი 1:4
გოლები: 0:1 სანჩო (12), 0:2 მადუეკე (43), 0:3 ჯექსონი (59), 0:4 ჯექსონი (65), 1:4 ალამაიეჰუ (68)

განმეორებითი შეხვედრები 8 მაისს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინის 23 ქულამ და 8 მოხსნამ ტენერიფეს ვერ უშველა – გიო MVP-ია

სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის თასის მფლობელია: ტიტული ვოლფსბერგერმა მოიგო