in

ორი თვე გაუცდება: რა სჭირს სიგუას

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

“ბაზელისა” და “ლუცერნის” 21-წლამდელთა შეხვედრა შეწყდა მას მერე, რაც სიგუა და “ლუცერნის” ერთ-ერთი ფეხბურთელი, სონი ენშოსი, თავებით შეასკდნენ ერთმანეთს. ორივე ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეხვედრის ორგანიზატორების, მსაჯებისა და გუნდების კაპიტნების კონსულტაციის შემდეგ მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

“ბაზელის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სიგუას აღენიშნებოდა ნახეთქი და ტვინის შერყევის რეციდივი. გარდა ამისა, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს კოჭიც დაუზიანდა. სიგუა მალევე გამოწერეს საავადმყოფოდან. “ბაზელი” ასე გამოეხმაურა მომხდარს:

“გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ სიგუამ კოჭზე გაიწყვიტა ორი გვერდითი მყესი. არის წინა კუნთის დაზიანებაც. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ სიგუა, დიდი ალბათობით, ორ თვეს გამოტოვებს. მას ოპერაცია არ სჭირდება. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, გაბრიელ”, – ვკითხულობთ “ბაზელის” პრესრელიზში.

ორი თვე მალე გაივლის და სიგუა აუცილებლად დაუბრუნდება მინდორს. შეგახსენებთ, რომ ის საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იყო, თუმცა არ უთამაშია.

სიგუა 19 წლისაა, თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და სწორედ “დინამოდან” გადავიდა შვეიცარიის ერთ-ერთ მოწინავე კლუბში. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 2 მატჩი.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: პარიზის ოლიმპიადის სილამაზე

ორ წუთში ორი გოლი: გულიაშვილმა დუბლი გააკეთა