in

ოთარ კაკაბაძემ კრაკოვიასთან კონტრაქტი გააგრძელა

ოთარ კაკაბაძემ 3 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი პოლონურ “კრაკოვიასთან”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების 28 წლის მარჯვენა მცველი მომავალ სეზონსაც ამ პოლონურ კლუბში დაიწყებს.

ოთარს “კრაკოვიასთან” კონტრაქტი 30 ივნისს უსრულდებოდა. ახალი ხელშეკრულება კი 2027 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული. პოლონური კლუბის მაღალჩინოსნები კმაყოფილები არიან, რომ კაკაბაძე გუნდში რჩება.

“გვიხარია, რომ ოთარ კაკაბაძესთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მივაღწიეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ პიროვნებას, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. მინდა, კაკაბაძეს წარმატებები ვუსურვო, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატზეც”, – თქვა “კრაკოვიას” პრეზიდენტმა მატეუშ დროჟდეკმა.

“კრაკოვიაში” კაკაბაძე 2021 წლიდან ასპარეზობს. მანამდე ის თბილისის “დინამოს”, ესპანური “ჟიმნასტიკის” და “ტენერიფეს”, ასევე, დანიური “ესბიერგისა” და შვეიცარიული “ლუცერნის” ღირსებას იცავდა. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ხოლო ეროვნულ გუნდში 60 მატჩი ჩაატარა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი კვარაცხელიას პსჟ-ში გაშვებას არ აპირებს 

სამი ფრანგული: მიქაუტაძის მსურველები ასპარეზზე გამოდიან