ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში გადაინაცვლა და ხალიჩაზე ხვალ, 7 აგვისტოს გავა.
ოდიკაძეს დამამშვიდებელ წრეში მონაწილეობის უფლება მას მერე ერგო, რაც აბდულრაშიდ სადულაევი ფინალში გავიდა და ქართველს მედლისთვის ბრძოლის შანსი ამგვარად მიეცა.
ოდიკაძე რეპეშაჟის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შეხვდება, რომელიც ძალზე ტიტულოვანია სპორტსმენია – ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, 2019 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა. რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის კუბელ რეინერს სალას პერესს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings