ძალიან დაძაბულ, მძიმე ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება ელიზბარ ოდიკაძემ(-97 კგ). თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა წევრმა პირველი შეხვედრა ირანის წარმომადგენელ მოჰამედჰოსეინ მოჰამედიანთან გამართა და 6:3 დაამარცხა.
პირველ პერიოდში ძალიან მოსაწყენი ჭიდაობა ვიხილეთ. ორივე ფალავანი დისტანციაზე იდგა და მეტოქის შეტევების განეიტრალებას ცდილობდა. ამ დაზვერვითი სახის ბრძოლაში, მსაჯმა ქართველი მიიჩნია პასიურად და მას 30 წამი ჩაურთო მომგებიანი ქულის გასაკეთებლად, რაც მან ვერ მოახერხა და ირანელმა პერიოდი 1:0 მოიგო.
მეორე პერიოდში მოჰამედიანმა ორქულიანზე შეძლო მეტოქის დაგდება. ამის შემდეგ, ოდიკაძე გააქტიურდა. ფეხში შესვლა დაასწრო მეტოქეს. ჯერ ორქულიანი გდება გაუკეთა და შემდეგ კარგად დაატრიალა მეტოქე. შეხვედრის მიწურულს მოჰამედიანი რისკზე წავიდა და ოდიკაძემ კონტრშეტევაზე შეძლო მისი დაჭერა და მოიგო კიდეც.
1/4 ფინალში ელიზბარ ოდიკაძის მეტოქე მთავარი ფავორიტი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის 4-გზის ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings