in

ნორმალური ცხოვრება მინდა, სანამ ძალიან ბებერი არ ვარ: სად წავა კლოპი – ბუქმეკერებმა ახალი სამსახური უკვე ჩამოწერეს

იურგენ კლოპი სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულიდან“ მიდის.

კლოპი ლივერპულიდან მიდის: ძალა გამომელია

ბუქმეკერები მიიჩნევენ, რომ კლოპის მომდევნო სამუშაო გერმანიის ნაკრები იქნება. ამაზე ძალიან დაბალ კოეფიციენტს ცჩამოდიან – 1.11
მეორე შესაძლოა ვარიანტია დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაბრუნება, მესამე კი თვით მადრიდის „რეალი“.

კლოპის შემდეგი სამსახური ბუქმეკერების ვერსიით:

გერმანიის ნაკრები – 1.11
„ბორუსია“ დორტმუნდი – 8.50
„რეალი“ – 12.00
„ბარსელონა“ – 15.00
ინგლისის ნაკრები – 17.00
„ბაიერნი“ – 81.00
„მანჩესტერი“ – 201.00

კლოპის წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პრემიერლიგის მწვრთნელებმა (და არა მარტო) საქებარი სიტყვები არ დაიშურეს გერმანელი სპეციალისტის მიმართ და მის წასვლას დანაკლისი უწოდეს.

ისაუბრა თავად კლოპმაც და აი რა თქვა:

„ლივერპული“ კარგ ხელშია, წინ ნათელი მომავალია. მინდა ნორმალურად ვიცხოვრო, სანამ ძალიან ბებერი არ ვარ.

„ლივერპულს“ სჭირდება პიკზე მყოფი მწვრთნელი, მე უკვე აღარ ვარ ასეთი. ჩვენ აღარ ვართ ბაჭიები და ვეღარ ვხტუნავთ ისე მაღლა, როგორც ადრე. ყველაფერს ჩავდებ ამ სეზონში და შესვენებას ავიღებ.

ჩემი გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ პოზიციებს დავთმობთ. არანაირი გარანტია არ არის, რომ რაიმეს მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ.
მინდა ამ სეზონში ყველაფერი მოვიგო, მაგრამ „ლივერპულიდან“ წასვლის გადაწყვეტილება შედეგებზე არ არის დამოკიდებული. მე ყველაფერი კარგად მოვიფიქრე.

სულ რომ საჭმელი არაფერი მქონდეს, სხვა ინგლისურ გუნდში არ წავალ. გპირდებით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფერგიუსონი 1990-იანების საუკეთესო მწვრთნელია: ვის აჯობა მანჩესტერის ლეგენდამ

ვიდეო: შერმადინის 13 ქულა, 10 მოხსნა და მოგება ბრძოლაში