in

ნორვეგიელი ვუნდერკინდი სიტის უახლოვდება

ინგლისური Sky sport-ის ინფორმაციით დორტმუნდის “ბორუსიას” ნორვეგიელი ვუნდერკინდი ერლინ ჰაალანდი კარიერას “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს.

როგორც წყარო წერს, კლუბის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა უკვე შედგა და “ქალაქელები” მზად არიან ნორვეგიელის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 75 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდის “ბორუსიას” 2020 წლის იანვარში “ზალცბურგიდან” შეუერთდა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 88 მატჩში 85 გოლი გაიტანა.

ჰაალანდს ნორვეგიის ნაკრების შენადგენლობაში 17 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესტალიას გიგანტი: Top მეკარეების დონეზეა – ესპანური მედია

whoscored.com-მა მამარდაშვილი ტურის სიმბოლურში შეიყვანა