in

ნორვეგია საქართველოსთან სხვა იქნება: მეტოქე ორ გუნდს ამზადებს

საქართველოს ნაკრები ორიოდ კვირაში ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირს დაიწყებს. ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნორვეგიის ნაკრებია. თავის მხრივ ნორვეგიელებიც რთული მატჩებით იწყებენ ციკლს – ჯერ 25 მარტს მალაგაში ჩავლენ ესპანეთთან სათამაშოდ, მერე კი, 28 მარტს ბათუმშო საქართველოსთან. ჩრდილოეთიდან სამხრეთში ასეთ მოკლე დროში მოგზაურობა და ორი თამაში მარტივი არ არის, მით უმეტეს, ფეხბურთელებს ისედაც გადატვირთული გრაფიკი აქვთ. ამაზე საუბრობს კიდეც ნორვეგიელთა მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი და პირდაპირ ამბობს, რომ შემადგენლობა ამ ორ შეხვედრაში შეიცვლება.

შეგახსენებთ, სოლბაკენმა მარტის ორი მატჩისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

ნორვეგიას კარგი გუნდი მოჰყავს: საქართველოს პირველი მეტოქის შემადგენლობა ცნობილია

„მოუთმენლად ველით შესარჩევის დაწყებას და კიდევ ერთხელ შეკრებას. სამწვრთნელო შტაბმა ბევრი იმოგზაურა და კარგი შემადგენლობა შეარჩია. 40 ფეხბურთელს ვაკვირდებოდით და საბოლოოდ 26 გამოვიძახეთ. მიმაჩნია, რომ ისინი კარგ ფორმაში არიან.

დამღლელი მოგზაურობა და რთული მეტოქეები გველის. ვიცით, რომ ამ ორი მატჩისთვის ორი სხვადასხვა შემადგენლობა დაგვჭირდება და ორივეს ენერგიით სავსე ფეხბურთელები ითამაშებენ. ზოგიერთ მოთამაშეს უჭირდა მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო, მაგრამ ასეთია კალენდარი და ჩვენც შესაბამისად უნდა მოვიქცეთ.

ზოგიერთი პოზიციაზე ოდნავ უფრო რთულად გვაქვს საქმე, მაგრამ ორივე შეხვედრაში ორი კონკურენტუნარიანი გუნდით უნდა წარვდგეთ. ბიჭებს ძალიან მოენატრათ სანაკრებო მატჩები“, – ამბობს ნორვეგიელთა მთავარი მწვრთნელი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკრაინა მსოფლიოს გამოაკლდა: ის მაროკომ ჩაანაცვლა

ნაპოლის ახალი არტისტი საიდუმლოს აზიარებს: თავისუფლება ჩემი ხელწერაა – ნიუ იორკ თაიმსის ინტერვიუ კვარაცხელიასთან