in

ნინო სალუქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს ტყვიის სროლაში. 10 მეტრ დისტანციაზე სროლაში საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი 135.6 ქულით დაასრულა. ევროპის ჩემპიონი გერმანელი კარინა ვიმნერი გახდა – 220.7 ქულით.

აღსანიშნავია, რომ ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ მე-2 პოზიციაზე იყო (578 ქულა) და ამ პოზიციით შევიდა ფინალურ რვაში. ამავე დისციპლინაში ლიზი კილაძე 38-ე პოზიციაზე გავიდა, ხოლო ნინო ხუციბერიზე – 62-ეზე. სულ 10 მეტრ დისტანციაზე პისტოლეტით სროლაში 70 ქალი მონაწილეობდა. ორივე ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამო მწვრთნელის გარეშე დარჩა: ნემსაძე ყოფილ გუნდთან მარცხმა გადაიყოლა

ჰაალანდი ფენომენის შემდეგ: 40 გოლზე მეტი 21 წლამდე და სიტყვები მოტივაციისთვის