in

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წელი მსოფლიოს 22-ე ჩოგნად დაასრულა

მსოფლიო საჩოგბურთო ორგანიზაციამ, ATP ტურის, წლის ბოლო რეიტინგები გამოაქვეყნა.

რეიტინგს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი 2,200 ქულით მსოფლიოს 22-ე ჩოგანია.

მიმდინარე წელი ბასილაშვილისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა – ქართველმა ჩოგბურთელმა მოიგო დოჰას და მიუნხენის 250 ქულიანი ტურნირები, კიდევ ერთი კალიარის 250 ქულიანი ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა, წარმატებულად იასპარეზა ამერიკის ღია პირველობაზე სადაც მე-3 წრეში გავიდა და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად ნიკოლოზ ბასილაშვილი მასტერსის ( ინდიანა უელსის) ფინალში გავიდა.

მხოლოდ მიმდინარე წელს თუ ავიღებთ ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში მე-17 ადგილზე 1,900 ქულით გავიდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამჯერად რეკორდების გარეშე: ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია

მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა