in

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კრესის დამაჯერებლად მოუგო და ამერიკის ღია პირველობაზე მესამე წრეშია

საქართველოს პირველი ჩიგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებულ სვლას განაგრძობს. მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი მაქსიმ კრესი 7:6; 6:3;7:5 დაამარცხა და 1/16 ფინალურ ეტაპზე გავიდა.

შეხვედრა 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. მთავარი ბრძოლა პირველ სეტში იყო, როდესაც ნიკამ ტაი-ბრეიქზე მოიგო.

1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 22-ე ნომრად განთესილი ამერიკელი რაილი ოპელკაა. ის იმითაა გამორჩეული, რომ მისი სიმაღლე 2.11 სანტიმეტრია.

ამერიკის წლევანდელ ღია პირველობაზე ნიკოლოზს ჯერ სეტი არ დაუთმია – სებასტიან კორდას ის მე-2 სეტში უგებდა, როცა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ბრძოლა შეწყვიტა. . გასულ სეზონში ნიკა თავად იყო განთესილი US Open-ზე, მაგრამ 22-ე ნომრად განთესილმა ქართველმა ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა – ჯონ მილმენთან 1:6, 4:6, 4:6 წააგო

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვილი სანიოლი: საქართველოსა და კოსოვოს შორის დიდი განსხვავება დავინახე-ისინი მეტად შეთამაშებულნი იყვნენ

ქართველ ფეხბურთელთა შეფასებები კოსოვოსთან: კანკავა ყველაზე კარგი იყო, აბურჯანია ყველაზე ცუდი