in

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ჩემი და იან დევიტის გზები გაიყარა

საქართველოს პირველმა და მსოფლიო რეიტინგის მე-40 ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა Adjarosport.tv-სთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, რომ მისი და იან დევიტის გზები გაიყარა და იანი მისი მწვრთნელი აღარ იქნება.

“სამწუხაროდ, ბოლოს სათამაშო ფორმა დავკარგე და არადამაკმაყოფილებელ შედეგებს ვაჩვენებ. ეს სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებ. დანებებას არ ვაპირებ და შევეცდები ქართველი გულშემატკივარი კიდევ არაერთხელ გავახარო.

შემიძლია დაგიდასტუროთ , რომ იან დევიტი ჩემი მწვრთნელი აღარ იქნება. დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის. მისგან ბევრი ვისწავლე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი გეზბი გაიყარა”, – ამბობს ნიკოლზ ბასილაშვილი.

ბასილაშვილის მორიგი მარცხი: ნიკამ მსოფლიოს 113-ე ნომერთან წააგო

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან მჭედლიძე: ბათუმში დიდი ოჯახი დამხვდა

რეალმა ვეღარ მოიგო და მესამე ადგილზე ჩამოვიდა