რომის მასტერსზე დანიელ ევანსის დამარცხების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ამ დროისთვის atp-ის 25-ე ნომერია, კანადელ დენის შაპოვალოვს (16) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა. ‘
პირველ სეტში ნიკოლოზმა ერთხელ დათმო თავისი მოწოდება, რაც გადამწყვეტი გამოდგა და სეტი 4:6 წააგო.
მეორე სეტში თავიანთი მოწოდებები ორივე ჩოგბურთელმა მოიგო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ტაი-ბრეიკზე კანადელი 5:1 იგებდა ნიკამ თითქოს შეძლო სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს ზედიზედ ორი მატჩი თებერვლის შემდეგ არ მოუგია.
GIPHY App Key not set. Please check settings