თესალონიკის “პაოკის” ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა კარიერას ფამაგუსტას “ანორთოსისში” გააგრძელებს. ბერძნული მედიის ცნობით კლუბებს შორის თანხმობა მიღწეულია და ქართველი ფეხბურთელი “ანორთოსისში” ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს.
ნიკა ნინუა “ანორთოსისში” მესამე ქართველი იქნება. მოგეხსენებათ, ამ სეზონში ფამაგუსტელთა ღირსებას გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა იცავს. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი “პაოკში” შარშან თბილისის “დინამოდან” გადავიდა და 12 მატჩში 2 გოლიც გაიტანა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.
გეტყვით იმასაც, რომ თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა და 2008 წლის შემდეგ, ევროსარბიელზე პირველად ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings