საქართველოს ნაკრების უგამოცდილესმა წევრმა, ნიკა კვეკვესკირმა მატჩამდე მოკლე კომენტარი გააკეთა. საინტერესოა, რომ მისი ტიყვები ჩრდილოეთ მაკედონიურმა გამოცემა “GOL.MK”-მ გამოამზეურა, ოღონდ კვეკვესკირს კვაკვეშკირი დაარქვა.
“სიტუაციიდან გამომდინარე კონკრეტული მისია გვაქვს- მოვიგოთ ჯგუფი და როგორი სიმბოლურია, რომ ამის შანსი ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, თან თბილისში გვაქვს. გულშემატკივრისთვის კი ჩრდილოეთ მაკედონია ყველაზე პრინციპული მეტოქეა, რადგან ფინალურ მატჩში მხარდაჭერის საშუალება არ ჰქონდა, ახლა კი ტრიბუნები გადავსებული იქნება”.
შეხვედრა 20:00-ზე “დინამო არენაზე” დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings