in

ნიკა ამაშუკელი: ვერასდროს წარმოვიდგენდი 6 ერის ნაწილი თუ გავხდებოდი

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი 2022 წლის 6 ერის მატჩებს იმსაჯებს.

მსოფლიო რაგბიმ ქართველი არბიტრი მსოფლიოს იმ 15 საუკეთესო მსაჯს შორის შეიყვანა, რომლებიც ევროპული რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იმსაჯებენ.

ამაშუკელი ირლანდია-იტალიას მატჩის მთავარი არბიტრი იქნება. საფრანგეთი-იტალიას კი, გვერდითი მსაჯის რანგში მოემსახურება.

ნიკა ამაშუკელმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.

“მსოფლიოს 15 საუკეთესო მსაჯში მოხვედრა ძალიან დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. პატარაობაში, როცა 6 ერის მატჩებს ვუყურებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე მეც ამ ტურნირის შემადგენელი ნაწილი გავხდებოდი”, – თქვა ნიკა ამაშუკელმა.

ნიკა ამაშუკელი Tier 2-ის ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, რომელიც 6 ერზე იმსაჯებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გილოცავთ ლამაზ თამაშს: მილანმა ინტერი დატოვა – XXII ტური

ბასილაშვილს ისტორიულ გამარჯვებამდე ცოტა დაკლდა: ნიკამ ყოფილ პირველ ჩოგანს 2 სეტი მოუგო