in

ნიდერლანდებში ფეხბურთს აღარ აჩვენებენ

ნიდერლანდების ქალაქების ხელისუფლებამ უარი თქვა მაროკოს ნაკრების თამაშების დიდ მოედნებზე ჩვენებაზე.

ამსტერდამში, ჰააგაში, როტერდამსა და უტრეხტში შესაძლო არეულობის გამო მიღებულია გადაწყვეტილება არ აჩვენონ აფრიკული გუნდის თამაში საფრანგეთთან დიდ ეკრანებზე.

პოლიციამ უკვე აცნობა ქუჩებში პატრულის რაოდენობის გაზრდაზე.

„წესრიგის დამრღვევები საფეხბურთო ფანებს იყენებენ. დიდ მოედნებზე აღარ შეგვიძლია კეთილი განზრახვით მისული ადამიანები გავარჩიოთ ბოროტი განზრახვის მქონე ხალხისგან“, – აღნიშნეს ჰააგას მუნიციპალიტეტში.

მაროკოს ნაკრების ნახევარფინალური მატჩი საფრანგეთთან დღეს საღამოს 23:00 საათზეა თბილისის დროით. მაროკო ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებს ამ მუნდიალზე, ან მე-3 ადგილისთვის ითამაშებს ან ფინალში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელგიამ ვაკანსია გამოაცხადა: ვეძებთ გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე მწვრთნელს

არგენტინა ფინალს მე-6 ჯერზე ითამაშებს და მხოლოდ გერმანიას ჩამორჩება