in

ნეტფლიქსის 8 რჩეული ფილმი და სერიალი, რათა ზაფხულის უფეხბურთო ყოფაში თავი შევიქციოთ

8) “ფორმულა 1. რბოლა გადარჩენისთვის” – “formula 1. Drive to survive, 2019”

სპორტული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი, რომელიც აუდიტორიას უჩვენებს ფორმულა 1-ის დახურულ დეტალებსა და სიუჟეტებს. პროდიუსერებს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ხელოვნურად ხაზგასმული სცენარისათვის, მაგრამ მიდგომა ნამდვილად მუშაობს: ფორმულა 1-ის რეიტინგი ამერიკულ ბაზარზე სტაბილურად იზრდება, აუდიტორია ახალგაზრდავდება. შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაღვივდეს ინტერესი სპორტის მიმართ და შექმნათ სუპერამაღელვებელი სერიალი, რომლის თითოეული ეპიზოდი იგრძნობა ცალკე თრილერად ან დრამაში. ბოლო პერიოდში ეს სპორტის სახეობა განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება ხელმისაწვდომია, თან ქართულ ენაზე.

7) “თამაშის სქემა” – “Scheme of the game” (“The Playbook”), 2020

იდეალური სიუჟეტი იმ ხალხისათვის, რომლებსაც ამათუიმ სპორტის სახეობაში ტრივიალური ჩართულობით დაკმაყოფილება არ სურთ. ჟოზე მოურინიოთი დაწყებული სერენა უილიამსის მთავარი მწვრთნელით დამთავრებული, რომლებიც კონკრეტული სპორტის წიაღში შეგვახედებენ.

6) “უკანასკნელი ცეკვა” – „the last dance” 2020, 1 სეზონიანი სერიალი

„ჩიკაგო ბულსისა“ და დიდებული როსტერის ისტორია. ბოლო საჩემპიონო სეზონი, რომლის თითუოელი კადრი დოკუმენტურია და გექნებათ საშუალება, შეიხედოთ „ბულსის“ უკვდავი შემადგენლობის შიდა სამზარეულოში, სადაც აღმოაჩენთ ჯორდანს, პიპენს და დენის როდმანს. ნახავთ, როგორ ვარჯიშობდნენ, რას საუბრობდნენ გასახდელში და მატჩიდან მატჩამდე რით მხიარულობდნენ.

5) “დიეგო მარადონა” – „Diego Maradona” 2019 ფილმი

ბრიტანელმა რეჟიროსმა, ასიფ კაპადიამ სამი ფილმი გადაიღო, რომლის არსიც დიდებასა და დეპრესიას შორის გაჩხერილ ადამიანთა ყოფის აღწერა გახლდათ. პირველი ფილმი აილტონ სენას მიეძღვნა, მეორე ემი ვაინჰაუსს, ხოლო ბოლო დიეგო არმანდო მარადონას. ფილმის გადაღებისას რეჟიროსმა 500 საათიან მასალებს უყურა და ფილმი ასე აღწერა: „ასობით თავსატეხის გაერთიანება“. მოკლედ, ერთია დიეგო 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და მეორეა მისი მოედანს მიღმა ცხოვრება. იდეალური ვარიანტი თავშესაქცევად.

4) “სანდერლენდი კუბოს ფიცრამდე” – „Sunderland till I die” 2018, 2 სეზონიანი სერიალი

საფეხბურთო კლუბ „სანდერლენდის“ 2017-18 წლების სეზონის აღწერა. გუნდი პრემიერ ლიგიდან დაქვეითდა, მაგრამ მაღალი კლასის მოთამაშეების ყოლამ ჩასახა იმედი, რომ უმალ დაბრუნდებოდა ელიტაში. რა და როგორ მოხდა არ დაგასპოილერებთ, მაგრამ ეს სერიალი ერთ-ერთი რჩეულია იმ მხრივ, რომ კლუბის ყოველდღიური ყოფის შესახებ ყველაფერს ვიგებთ. დაწყებული სატრანსფერო მოლაპარაკებები ანდაც რახდება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს. ასევე გაეცნობით გულშემატკივრებს, რომლებიც წლებია ამ გუნდს ქომაგობენ. მატჩიდან მატჩამდე აღწერილი ცხოვრება. მოკლედ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ამაზე უკეთესს ვერაფერს გირჩევთ…

3) “შუმახერი” – “Schumacher” 2021 ფილმი

ფილმი შუმახერზე, ლეგენდა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ფილმია გადაღებული. მხატვრული ღირებულება უკიდურესად საკამათოა, რადგან ის შუმახერის ოჯახის მკაცრი ხელმძღვანელობით არის გადაღებული, აკლია კონფლიქტური მომენტები ან თუნდაც სასტიკი კონკურენციის პერიპეტიები. მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი, რომელიც 2013 წლიდან კომაშია. გაეცნობით გზას, რომელიც შუმახერმა საწყისებიდან დიდების დარბაზამდე განვლო…


2) “გარდამტეხი მომენტი” – “tipping point” (“the game changers”) 2018, ფილმი

სპორტსმენთა ისტორიები, რომლებმაც უარი თქვეს ხორცზე, არნოლდ შვარცენეგერი ერთ-ერთი მთავარი გმირია.ერთის მხრივ, ეს არის აქტივისტური ფილმი, მეორე მხრივ კი, სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომელიც ავლენს არააშკარა ფაქტებს იმის შესახებ, თუ რას აძლევს ან არ აძლევს ხორცი სპორტსმენს. ეს კეთდება უკიდურესად მხიარულად და ამაღელვებლად.

1) “მწვრთნელი კარტერი” – “Coach carter” 2005, ფილმი

ფილმი, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება. სიუჟეტი 1999 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში მიმდინარეობს, რომლის მთავარ მწვრთნელსაც სამუელ ელ ჯეკსონი განასახიერებს. მისი მეთოდები შემდეგნაირია: არ სწავლობ კარგად? – დაივიწყე კალათბურთი. ჰალსტუხსა და პიჯაკში გამოწყობილი ადამიანი, რომლის მიზანიც არა მხოლოდ ათლეტების, არამედ ჯენტლმენთა გამოზრდაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სრული ანშლაგი ბათუმში… დინამოების მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია!

ცნობილია, რა თანხას გამოიმუშავებს ქეცბაია კვიპროსის ნაკრებში