რამდენიმე წუთის წინ დავწერეთ, რომ „პსჟ“ ნეიმარის გასხვისებას გეგმავს. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაადასტურა, რომ პარიზელები ნეიმარის გაყიდვით არიან დაინტერესებული. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 76 მილიონი ევრო სახელდება. ისე კი, პარიზულ გრანდს ნეიმარისათვის 130 მილიონის გადახდა მოუწევს, რადგან მას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს.
პოლ პოგბას „იუვეში“ მალე გადავა. „სქაი იტალიას“ ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენელი რაფაელა პლიმენტა ხუთშაბათს კლუბის დირექტორატს შეხვდება და ფინანსურ ნაწილს მოაგვარებს. 5-8 ივლისის შუალედში პოგბას დაბრუნებაა დაანონსებული.
ნიკ პოუპმა „ნიუკასლში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს დღეს გააფორმებს. ინგლისის ნაკრების მეკარემ, ჩემპიონშიფში დაქვეითებული „ბარნლი“ დატოვა.
ესპანური გამოცემა „აუთლეთის“ ცნობით, „იუვენტუსს“ ანხელ დი მარიას გაფორმება სურს, მაგრამ თავად არგენტინელი „ბარსელონას“ შეთავაზებას ელოდება.
„კორიერე დელა სერას“ ცნობით, „მილანი“ პაულო დიბალასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. 28 წლის არგენტინელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. საქმეში „რომა“ და „ინტერიც“ იმყოფებიან.
აქსელ ვიტსელი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია და ამის შესახებ ცნობა ფაბრიციო რომანომ მოგვაწოდა. „დორტმუნდთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ბელგიელმა მადრიდში სამედიცინო შემოწმება გაიარა და 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კრისტოფ ნკუნკუმ „ლაიფციგთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. 34 გოლის გამტან ნკუნკუს გრანდთა მთელი წყება დასტრიალებდა თავს და თითქოს ხარებს მისი შენარჩუნება არ უნდა გამოსვლოდათ, მაგრამ 24 წლის ფრანგი კვლავ „ლაიფციგისათვის“ შეუტევს.
რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნს“ ვერ დატოვებს. ამის შესახებ გუშინ, ოლივერ კანმა, სადიო მანეს პრეზენტაციაზე თქვა: „მას კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და ყველაფერი ნათელია. საწვრთნელი შეკრება რომ დაიწყება, ბაზაზე ველით“.
GIPHY App Key not set. Please check settings