საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში სტუმრად ჩრდ მაკედონია 3:0 დაამარცხა. როგორც ხდება ხოლმე, ამ გამარჯვებაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი გუნდის წამყვანმა მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიამ. მეორე გოლი, რომელმაც მეტოქე წელში გაწყვიტა, სწორედ ხვიჩას შორეულ ძლიერ დარტყმას მოყვა. მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ კონტრაქტი გააფორმა იტალიურ „ნაპოლისთან“, რის გამოც იტალიელები ჩვენიანს კიდევ უფრო დიდი ინტერესით აკვირდებიან და არათუ ნაკრებში, ბათუმის „დინამოშიც“ კი უყურებენ.
კვარაცხელიას კარგ თამაშს იტალიელებმა ახლაც მიაქციეს ყურადღება.
გამოცემა ilnapolista აღფრთოვანებას ვერ მალავს ქართველი შემტევით.
თანაც აღნიშნავენ, რომ კვარაცხელიას საქართველომ დაამარცხა ის გუნდი, რომელმაც იტალიის ნაკრები პლეი-ოფში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუშვა.
„კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიტანა გოლი. მისმა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა (და არა იტალიამ).
„ნაპოლის“ ახალი შენაძენის კიდევ ერთი გოლი – თან, რა გოლი! მან მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. „ნაპოლის“ ახალი შენაძენი კვლავ მთავარი გმირია. მან თავისი ნაკრები, ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებამდე მიიყვანა.
საქართველომ სტუმრად 3:0 დაამარცხა ჩრდილოეთ მაკედონია, რომელმაც ჩვენი ეროვნული ნაკრები დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა. კვარაცხელიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა. მან საჯარიმო მოედნის გარეთ მიიღო ბურთი და საოცარი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა.
ნეაპოლში უკვე მოუთმენლად ველით ამ ფეხბურთელის, კავკასიელ ჯიჯი მერონის (იტალიის ნაკრებსი ყოფილი მოთამაშე), რომელიც უკვე გულებს გვითბობს“, – წერს იტალიური გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings