„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის ავტომობილი Fiat Panda გაიტაცეს.
მანქანა იმ სასტუმროს პარკირებაზე იდგა, სადაც 62 წლის სპეციალისტი ცხოვრობს. ავტო ხუთშაბათიდან პარასკევის ღამე წაიყვანეს.
სპალეტიმ პოლიციას მიმართა. თავიდან მწვრთნელი ნეაპოლში „მერსედესით“ ჩავიდა, თუმცა მერე „ფიატი“ არჩია, რადგან ის უფრო მოსახერხებელია ქალაქში სასიარულოდ.
ნეაპოლში მსგავსი ამბები და კრიმინალი უცხო არ არის, დამნაშავეების მსხვერპლი სხვადასხვა დროს „ნაპოლის“ ცნობილი ფეხბურთელებიც გამხდარან.
GIPHY App Key not set. Please check settings