ხვიჩა კვარაცხელია ახლოსაა „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან.
Calciomercato იტყობინება, რომ მხარეები ახლოს არიან ახალ შეთანხმებასთან. სატრანსფერო ფანჯრის დროს იმისათვის, რომ ხვიჩა არ დაკარგონ, ნეაპოლელები მზად არიან საგრძნობლად გაუზარდონ ჩვენიანს ჯამაგირი: ამჟამინდელი 1.5 მილიონიდან 4.5 მილიონამდე.
კლუბმა და ფეხბურთელმა კიდევ ორი მთავარი დეტალი უნდა შეათანხმონ – კონტრაქტის ვადა და გამოსასყიდი თანხა. ამჟამინდელი შეთანხმება 2027 წლამდეა, ახალი კი 2028 ან 2019 წლამდეა გათვალისწინებული.
ამ სეზონში ხვიჩამ 27 მატჩი ითამაშა, 10 გოლი გაიტანა და 4 ასისტიც დაამატა.
GIPHY App Key not set. Please check settings