“სასუოლოს“ გენერალური დორექტორი ჯოვანი კარნევალი ადასტურებს „ნაპოლის“ ინტერესს ამ გუნდის თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის მიმართ.
„რასპადორი ამბიციურია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ფეხბურთელების გაყიდვის საჭიროება, მაგრამ რთულია, როცა თავად წასვლა უნდათ. რასპადორის აქვს „ნაპოლის“ წინადადება. ვნახოთ, რა მოხდება“, – დაწერა ჯანლუკა დი მარციოს საიტმა კარნევალის სიტყვები.
გასულ წელს 22 წლის იტალიელმა 38 მატჩში (ყველა ტურნირზე) 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მისცა.
რასპადორის იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ამჟამად კი ეროვნული გუნდის წევრია.
GIPHY App Key not set. Please check settings