in

ნაპოლი ¼ ფინალშია, როგორ ითამაშა კვარამ და რა დაუწერეს

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალური მატჩი ფრანკფურტის „აინტრახტს“ 3:0 მოუგო და ¼ ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ფრანკფურტში იტალიელებმა 2:0 მოიგეს.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო და ის 73-ე წუთზე შეცვალეს.

პირველი საგოლე მომენტი სწორედ კვარამ შექმნა. მე-19 წუთზე მეკარეს მიუახლოვდა, ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი აეჭრა და მეკარე კევინ ტრაპმა აჯობა.
შემდეგ ხვიჩამ ოსიმენი ტრაპთან პირისპირ გაიყვანა, ნიგერიელმა მომენტი ვერ გამოიყენა.
კვარას გატანა 43-ე წუთზეც შეეძლო, მაგრამ ისევ გერმანელთა კიპერმა იყოჩაღა.

მეორე ტაიმში ხვიჩას ლამაზი პასით წამოწყებული შეტევა პოლიტანომ და დი ლორენცომ გააგრძელეს, ოსიმენმა კი დუბლით იტალიელთა უპირატესობა გაზარდა.

კვარაცხელიამ 61-ე წუთზე კიდევ ერთხელ სცადა გატანა, მცველებს გაექცა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ტრაპმა ისევ მშვენივრად ითამაშა.

Whoscored.com-მა კვარას თამაში 7.3 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა 6.6 ქულა დაუწერა. ორივე გამოცემის მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრო სასტარტოში იყო და 33 წუთი ითამაშა – ვიდეო

გავიდა ის, ვინც დაიმსახურა – ნაპოლი პირველად: ლივერპულს მარტო ესპანელები უგებენ – შენი ჰიმნი ჩემს ნაცვლად