აგენტი ჯენარო დი ნარდო, რომელიც მონაწილებას იღებდა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლაში, ყვება, რომ ქართველი ვინგერი შესაძლო იყო „იუვენტუსში“ აღმოჩენილიყო.
„ფეხბურთელს ყურადღება მიაქცა „იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა. მოლაპარაკებები წინ წაიწია. მაგრამ „ნაპოლის“ არჩევანი უფრო გამართლებული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერის განვითარებისთვის“, – მოყავს აგენტის სიტყვები Corriere dello Sport-ს, რომელიც Radio Kiss Kiss-ს დაეყრდნო.
21 წლის კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ თამაში საუცხოოდ დაიწყო და უკვე გადარია ნეაპოლელები – 5 მატჩში ჩვენიანს 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings