„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი კიდევ აპირებს ახალი ფეხბურთელების შეძენას.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კვარაცხელიამ ინსინიე უნდა შეცვალოს. ოლივეირას შეძენით კლუბმა ასევე დაასრულა მუშაობა შეტევის მარცხენა ფლანგზე. მაგრამ ტრანსფერებზე მუშაობა არ დასრულებულა, ვეძებთ შესაფერის ვარიანტებს, რაც ჩვენს გუნდს დაუმარცხებელს გახდის“, – წერს სპალეტის ნათქვამს ალფრედო პედულა.
მოგეხსენებათ, „ნაპოლიმ“ „ჩელსიში“ გაუშვა საკვანძო ფეხბურთელი კალიდუ კულიბალი, რომლის სანაცვლოდ ნეაპოლელები „ფენერბახჩეს“ მცველის კიმ მინ ჯეს შეძენით დაინტერესდნენ. 25 წლის კორეელმა უკვე მისცა იტალიაში გადასვლაზე თანხმობა.
GIPHY App Key not set. Please check settings