in

ნაპოლის ჩაკვეტაძე ურჩიეს: ნეაპოლში საქართველოს ხსენებაზე გული უჩქარდებათ…

პოპულარულმა საიტმა Transfermarkt.com-მა, შემადგენლობის გაძლიერების მიზნით, “ნაპოლის” შვიდი ტრანსფერის განხორციელება შეთავაზა. მათ შორის ერთ-ერთია საქართველოს ნაკრების შუახაზელი გიორგი ჩაკვეტაძე.

მის გარდა, გამოცემა ნეაპოლელებს ვილიოტ სვედბერგის, რუბენ ვარგასის, დევიდ ბრუქსის, კეიტო ნაკამურას და სერჟ გნაბრის ტრანსფერებს ურჩევს.

“როცა საქართველოს ახსენებ, ნეაპოლელი გულშემატკივრების გულები ჩქარდება ხოლმე. რა მოხდება, მათ კიდევ ერთხელ შეძლონ იმ ემოციების განცდა, რაც მათ მოუტანათ ხვიჩა კვარაცხელიასთან ურთიერთობამ?!

სანამ ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდებოდა, გიორგი ჩაკვეტაძე გახლდათ საქართველოს ნაკრების ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი.

როცა ის თამაშობდა ბელგიურ “გენტში”, საფეხბურთო ელიტაში დამკვიდრებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მუხლის ტრავმის მერე ის ვეღარ დაბრუნდა ძველებურ დონეზე.

ტრავმის მერე ჩაკვეტაძემ მოიარა ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ ფეხის საფუძვლიანად მოკიდება ვერსად შეძლო. საბოლოოდ, გადავიდა “უოტფორდში” და მისი სატრანსფერო ღირებულება არის 4,5 მილიონი ევრო. აქვს მტკიცე ხასიათი და ტექნიკა”, – წერს Transfermarkt.com.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადამწყვეტი მატჩის წინ: საქართველომ მეორე ხორვატიასთან წააგო

ალონსო ლივერპულში, რეალში მარესკა: ბუქმეკერები ფსონებს ჩამოდიან