in

ნაპოლის რონალდო უნდა: კლუბი მას მარადონას დონის ლეგენდად აქცევს

კრიშტიანო რონალდოს საგა გრძელდება და ვერაფრით ჩამოყალიბდა სად ითამაშებს ახალ სეზონში. ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გამოსვლა, მისი ამჟამინდელი „მანჩესტერი“ კი ამ ტურნირზე არ არის, ხოლო ვინც არის დიდი გუნდებიდან, ამათ დაბერებული კრიშტიანო აღარ უნდათ. მოკლედ საუბრობენ რამდენიმე ვარიანტზე,რომელსაც ჯერჯერობით ყველა უარყოფს.

დაიწერა 4 ვარიანტზე და აქედან ერთი გახლავთ – „ნაპოლი“. ადრეც ვწერდით ამაზე, როდესაც იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ უარყო რონალდოსადმი ინტერესი.

არადა, რა მაგარი იქნებოდა… კრიშტიანოს ხვიჩასთან არ უშვებენ

თუმცა ახლა ისევ გააქტიურდა ეს საკითხი, მეტიც, კლუბში მიიჩნევენ, რომ რონალდოს შეუძლია დიეგო მარადონის დონის ლეგენდა გახდეს. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კარგ ურთიერთობაშია კრიშტიანოს აგენტ ჟორჟე მენდეშთან და ფსონს სწორედ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე ჩამოდის.

ამ ინფორმაციას As ავრცელებს.

თავად ფეხბუთელს კი მადრიდის „ატლეტიკოს“ სპორტული პროექტი უფრო იზიდავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამხრეთ ამერიკა მსოფლიოსთვის გაერთიანდა: 4 ქვეყანა მუნდიალის მასპინძლობას აპირებს

ბარსა ისევ ცქმუტავს, ინგლისელები ჯერ ხმაურიან ტრანსფერებს არ აკეთებენ – სატრანსფერო ამბები