„ნაპოლის პრეზიდენტმა ელიტური სერია E-ს შექმნა შეთავაზა.
აი რას ამბობს აურელი დი ლაურენტისი”
“მე გავაკეთებდი სერია E-ს, სადაც E ნიშნავს ელიტას. მხოლოდ ის კლუბები, რომლებთაც მნიშვნელოვანი რაოდენობის გულშემატკივრები ჰყავს.
„პალერმო“, რომელიც იძლევა ეკონომიკური გარანტიებს, ვერ გამოვიდა სერია D-დან. „ბარი“, რომელსაც მილიონ 200 ათასი გულშემატკივარი ჰყავს, არ შეიძლება რჩებოდეს იქ, სადაც ახლა არის.
სერია А-ში კი არიან 20-ათასიანი ქალაქების გუნდები, რომლებიც 10 ათას ბილეთსაც ვერ ჰყიდიან.
7-8 გუნდს, რომლებიც დომინირებენ ცხრილში, დავუმატოთ კიდევ 7, რომლებთაც ასევე შეიძლება ჰქონდეთ ასეთივე ამბიცია. იქნება 14 კლუბი ელიტურ სერიაში. შემდეგ სერია A-ს ორი ჯგუფი 20-20 გუნდით. ყველა დანარჩენი დილეტანტობაა.
კი მაგრამ ელიტური ლიგები ჩაკეტილია?
არსებობს კალათბურთის მაგალითი ამერიკაში. იქ გადავსებული არენებია. „ლეიკერსის“ მატჩზე ბილეთს ვერ იშოვით.
ზოგიერთი ამბობს, რომ არ ეყოფათ შეჯიბრებითობის სული. ეს არ არის სიმართლე.
GIPHY App Key not set. Please check settings