in

ნაპოლის ახალი მწვრთნელი ჰყავს: ნაცნობი, რომელსაც უკვე აქვს სხვა კარგი სამსახური

„ნაპოლიმ“ ვალტერ მაძარი გაუშვა და ახალი მწვრთნელი მიიყვანა – სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა.

მაძარის გაშვება მოსალოდნელი იყო, რომელიც „ნაპოლის“ მეორეჯერ 14 ნოემბერს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ რუდი გარსიას გაფუჭებული საქმე ვერ გამოსწორდა.
მაძარიმ „ნაპოლიში“ ყველა ტურნირზე სულ რაღაც 17 მატჩი ჩაატარა, 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.

რაც შეეხება კალცონას, ის 55 წლისაა და ამ დროისთვის სლოვაკეთის ნაკრებს წვრთნის. თუმცა ეს არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი. მასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა და თან შეინარჩუნებს ნაკრებში ადგილს. შეგახსენებთ, სლოვაკეთს ევროპის ჩემპიონატის საგზური აქვს მოპოვებული.

კალცონა „ნაპოლში“უცხო არ არის – ის მუშაობდა ჯერ მაურიციო სარის ასისტენტად (2015-18), შემდეგ ორი სეზონი ლუჩანო სპალეტისთან ერთად და ბედის ირონიით საჩემპიონო სეზონის წინ წავიდა, სლოვაკეთის ნაკრებში.

„კალცონამ „ნაპოლიში“ ოთხი წელი გაატარა – ჯერ მაურიციო სარის ასისტენტი იყო, შემდეგ კი ერთი წელი ლუჩანო სპალეტისთანაც თანამშრომლობდა.
კალცონა ნეაპოლელთა შეთავაზებას მალე დათანხმდა, სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ მას უფლება მისცა, ივნისამდე იტალიურ კლუბშიც იმუშაოს. ნეაპოლში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნება მისთვის დიდი სიხარულია“, – წერს „არეა ნაპოლი“.

21 თებერვალს, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას“უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო ისევ შეცვლაზე ათამაშეს – ლეგიონერები

ხვიჩა ტურის სიმბოლურშია