in

ნაპოლიმ სეზონი მოგებით დაასრულა: ხვიჩამ სრულად ითამაშა და იდენტურად შეაფასეს

იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ სერია ა-ს ბოლო ტურში გავარდნილ „სამპდორიას“ შეხვდა და მეორე ტაიმში გატანილი გოლებით 2:0 მოუგო.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა. ჩვენიანი ჩვეულად მოწადინებული იყო, აქტიურობდა და პირველ ტაიმში ორჯერ დაემუქრა მეტოქის კარს. პირველ შემთხვევაში ბურთი მცველს შეეხო და კუთხურზე გადავარდა, მეორედ კი ხვიჩას ბურთი აეჭრა და მიზანს აცდა.

„ნაპოლიმ“ გოლო 64-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ოსიმენმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი შეაგდო და 26-ე გოლი მიითვალა.
მეორე გოლი კი ძალიან ლამაზი გამოუვიდა ჯოვანი სიმეონეს, რომელმაც შორიდან მაღალ კუთხეში ჩასვა.

საინტერესოა, რომ სამმა ანალიტიკურმა პორტალმა – Flashscore.com, Sofascore.com, Whoscored.com კვარაცხედლიას ერთნაირი შეფასება დაუწერა – 7.3.

ხვიჩას უკვე 13 მატჩია შედეგიანი მოქმედება არ აქვს.

„ნაპოლიმ“ 38 მატჩში 90 ქულა დააგროვა და უპირობოდ აჯობა ყველა მეტოქეს.

ნაპოლი – სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (65), 2:0 სიმეონე (85)

მატჩის დაწყებამდე „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსია (გა)დარჩა: როგორია მამარდას შეფასებები

ვნახე უნიკალური კადრები და განვიცადე დაუვიწყარი ემოციები: ხვიჩა მთელ გუნდს მადლობას უხდის