in

ნაპოლიმ მილანთან 10 წლის შემდეგ წააგო: ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო

იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „მილანთან“ 0:1 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელია 3-5-1-1 ტაქტიკაში მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე დადგა.

გუნდები ფრთხილობდნენ, ტემპი მაღალი არ ყოფილა. ისე კი, „ნაპოლი“ უკეთ გამოიყურებოდა, მშვიდად მოქმედებდა, თუმცა მასპინძლებმა პირველივე შანსი გამოიყენეს – ლეაომ ტეო ერნანდესი მეკარე გოლინისთან პირისპირ გაიყვანა და მანაც გაიტანა.

სტუმართა შორის მარტო კვარაცხელია ამწვავებდა თამაშს.
ხვიჩა კარგად გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე და გასწვრივი პასი გააკეთა სიმეონეს მიმართულებით, რომელმაც შეუჩერებლად გაგზავნა ბურთი კარისკენ, მაგრამ ოდნავ ააცილა.
ქართველმა უფრო მეტი ხიფათი თავისი ფლანგიდან შექმნა, სადაც დროდადრო ინაცვლებდა ხოლმე. პირველ ტაიმში შესანიშნავი დრიბლინგი ჰქონდა მარცხენა ფლანგიდან, მაგრამ დამაგვირვინებელი პასი არ გამოუვიდა.

მეორე ტაიმში კვარა მარცხენა ფრთაზე გადავიდა და იქიდან ცდილობდა საფრთხის შექმნას. მეორე ტაიმში „ნაპოლიც“ გააქტიურდა. ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავი დრიბლინგი წამოიწყო, კარში დაარტყა, თუმცა „მილანის“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

თანდათან თამაში გახალისდა და ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა გოლები აღარ გასულა.

კვარას შეფასებებია: Flashscore.com – 7.1 (საუკეთესო მეკარე გოლინის შემდეგ); Whoscored.com – 7.1 (საუკეთესო თავის გუნდში); Sofascore.com – 7.4 (საუკეთესო გოლინის შემდეგ ანგისასთან ერთად).

მილანი – ნაპოლი 1:0
გოლი: ერნანდესი (25)

„მილანმა“ 2014 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოუგო საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“.

პიოლი „მილანის“ მწვრთნელის პოსტზე საკის დაეწია – 220 მატჩი. მხოლოდ ოთხ მწვრთნელს აქვს უფრო მეტი თამაში ჩატარებული კლუბში.

„მილანი“ ორი თვეა სერია ა-ში არ აგებს – 7 მოგება და 2 ფრე.

„ნაპოლი“ 35 ქულით მე-9 ადგილზეა და 17 თებერვალს „ჯენოას“ უმასპინძლებს. ევროზონასთან ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვირტუსმა ერთ-ერთი კონკურენტი ბრეშა გაანადგურა: შენგელიამ 25 წუთში 8 ქულა აიღო

მამარდაშვილი პრემიერლიგაში წავა, მას ვალენსიაში კეპა შეცვლის