in

მამარდაშვილი პრემიერლიგაში წავა, მას ვალენსიაში კეპა შეცვლის

ესპანური GOL digital-ი იტყობინება, რომ “ჩელსიდან” იჯარით აყვანილმა მეკარე კეპა არისაბალაგამ ტიბო კურტუას ტრავმისას ვერ გაამართა “რეალის” იმედები, ანდრეი ლუნინთან კონკურენცია წააგო, ლონდონურ კლუბს მისი დაბრუნება არ უნდა და შეიძლება სამშობლოში დარჩეს – კარიერა “ვალენსიაში” გააგრძელოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულში “ვალენსიას” “კარი ცარიელი დარჩება”, რადგან გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს, არაერთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, “ღამურებს” ბევრი ქულა მოუპოვა, კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე შეთავაზება მიიღო, გუნდს გამოიცვლის და სავარაუდოდ, პრემიერლიგაში წავა.

ერთი სიტყვით, “ვალენსია” უკვე ეძებს ქართველის შემცვლელს და საქმეს ისეთი
პირი უჩანს, მიაკვლია კიდეც.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ მილანთან 10 წლის შემდეგ წააგო: ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო

20 ბევრია: იტალიურ გრანდებს გუნდების შემცირება უნდათ