„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ის და მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ.
„დაცემის რაოდენობა, რაც ცხოვრებაში ხდება, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენად სწრაფად და მყარად შეგიძლია ფეხზე წამოდგომა. ნამდვილი ჩემპიონები არასოდეს არ გატყდებიან!
ჩვენი ყურადღება უკვე „კალიარისთან“ მატჩზეა გადატანილი, სერია ა-ში ბრძოლასა და იტალიის თასის ფინალზე, და ყველაფერ იმაზე, რისი მოგებაც ამ სეზონში კიდევ შეგვიძლია.
მართალია, რომ წარსული მუზეუმებს ეკუთვნით, მაგრამ ფეხბურთს მახსოვრობა აქვს. მეც. ისტორიას ვერ წაშლი, ის ყოველდღიურად სიმტკიცით, გუნდური სულისკვეთებით, ჟინიანობითა და დიდი შრომით იწერება.
და ვისაც ეს არ ესმის, ვერასოდეს მიაღწევს სახელს და წარმატებას“, – დაწერა რონალდომ.
9 მარტს „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალურ შეხვედრაში კი დაამარცხა „პორტო“ (3:2), მაგრამ ორი მატჩის ჯამში მაინც გავარდა.
36 წლის კრიშტიანომ ამ სეზონში 32 მატჩი ითამაშა ყველა ტურნირზე და 27 გოლი გაიტანა 4 საგოლე პასთან ერთად.
GIPHY App Key not set. Please check settings